ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს სტუმრები ლატვიიდან, ესტონეთიდან და მაკედონიიდან ეწვევიან

7-11 ოქტომბერს 19:00 საათზე საქართველოში, Erasmus+-ის პროექტის ფარგლებში, „UNESCO-ს მიერ აღიარებული ფასეულობების ქსელური კავშირის“ მონაწილე ქვეყნების რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება.

გასულ წელს ქართულ დელეგაცია სტუმრობდა ლატვიას, ესტონეთსა და მაკედონიას, რომელთა მრავალხმიანობა იუნესკოს წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი.

დელეგაციებს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრებთან ერთად, უმასპინძლებს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი (პროექტის ოფიციალური პარტნიორი).

სტუმრობის მიზანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და ტრადიციული პოლიფონიის დაცვის გამოცდილების გაზიარება.

ოფიციალური შეხვედრა გაიმართება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, შემდეგ დელეგაციები ეწვევიან კახეთსა (თელავი, შილდა) და იმერეთს (ქუთაისი, გელათი). დაგეგმილია შეხვედრა ფოლკლორულ ანსამბლებთან და ვორკშოფები.
სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ფოლკლორის ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ ქართული ფოლკლორის დაცვა-განვითარებისათვის გაწეულ საქმიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად