ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა განაახლა პროექტი – „ხალხური საღამოები“

12 ოქტომბრიდან 9 ნოემბრამდე, ყოველ ორშაბათს ფოლკლორის ცენტრის ეზოში 18:30 საათზე სოლო კონცერტებს გამართავს ფოლკლორული ანსამბლები ბასიანი, დიდგორი, ერისიონი, ადილეი და ანჩისხატი.

„ხალხური საღამოების“ მიზანია: ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია, ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა.

გასულ წელს, „ხალხური საღამოების“ ფარგლებში 10 ფოლკლორულმა ანსამბლმა: ადილეიმ, სახიობამ, დიდგორმა, ანჩისხატმა, შილდამ, სათანაომ და შავნაბადამ, – კონცერტები გამართეს საქართველოს ქალაქში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებულ დარბაზში კი კონცერტები ჩაატარეს რიჰომ (მესტია), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და ნადურმა (წყალტუბო).

კონცერტების განრიგი:

12 ოქტომბერი – ბასიანი

19 ოქტომბერი – დიდგორი

26 ოქტომბერი – ერისიონი

2 ნოემბერი – ადილეი

9 ნოემბერი – ანჩისხატი

პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად