ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი  7-9 სექტემბერს გაიმართება

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მესამედ იმართება. სადაც მონაწილეობას მიიღებს ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან.

ფოლკლორის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი დონაძის თქმით, ფესტივალი გურიაში, „ბლექ სი არენას“ სცენაზე აიღებს სტარს, შემდეგ კი რაჭაში, კერძოდ კი ონსა და ამბროლაურში გადაინაცვლებს.

დონაძე ამბობს, რომ ფესტივალთან ერთად ქალაქ ამბროლაურში ჩატარდება ადგილობრივ მეწარმეთა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების აგროფესტივალი.

„ბლექ სი არენა“ გვაძლევს ძალიან დიდი საშუალებებს ტექნიკურად გავმართოთ ეს კონცერტი.   7 სექტემბერს შეკვეთილში გაიხსნება ფესტივალი. 8-9 სექტემბერს კი რაჭაში გადაინაცვლებს, სადაც აგროფესტვალი ჩატარდება.  ეს ფესტივალი ყველასთვის იქნება საინტერესო, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი  ტურისტებისთვის. ვისაც რაჭა არ უნახავს შეუძლია ეს ორი დღე რაჭაში გაატაროს, საინტერესო ფესტივალი გელოდებათ“.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს:საფრანგეთი(კორსიკა) – Spartimu , იტალია(სარდინია) Castelsardo.

საქართველოს სახელით კი ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს „ბერმუხა“ (აჭარა), „შილდა(კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“(გურია); „რიჰო“(სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხარაბაძის სახელობის სახელმწიფო ანსამბლი „ბათუმი“.

საქართველოში, "ბლექ სი არენაზე" ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 7-9 სექტემბერს გაიმართება

Posted by Ipress.ge on სამშაბათი, 30 ივლისი, 2019

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად