ფლორიდის შტატში მომხდარი სროლის შემდეგ, საუდის არაბეთის 6 მოქალაქე დააკავეს

ამერიკის შტატ ფლორიდაში ავიაბაზაზე მომხდარი სროლის შემდეგ, საუდის არაბეთის ექვსი მოქალაქე დააკავეს,-ინფორმაციას Fox News- ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ისინი საჰაერო ძალების ბაზასთან ახლოს დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა განაცხადა, რომ საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ცეცხლი საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ჯარისკაცმა გახსნა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციამ ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია მოხდინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად