ფლორიდის ქალაქ სერფსაიდში 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის მომენტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (ვიდეო)

ფლორიდის შტატში, 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევისთანავე დაწყებული მასშტაბური სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

აშშ-ში, ფლორიდის შტატის მაიამი-დეიდის ოლქის ქალაქ სერფსაიდში 12 სართულიანი სახლის ჩამონგრევის შედეგად ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია 1 დაღუპულის შესახებ.

მაიამი-დეიდის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით ნანგრევებიდან 2 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, 35 ადამიანი შენობის იმ ნაწილიდან გამოიყვანეს, რომელიც ჩამონგრევას გადაურჩა, 51 მაცხოვრებელი კი დაკარგულად ითვლება.

სერფსაიდში მდებარე 136-ბინიანი 12-სართულიანი შენობის 55 ბინა ღამის 01:30 წუთზე ჩამოინგრა. სახლის მაცხოვრებელი ბარი კოუენის თქმით, მას აფეთქებისმსგავსი ხმა მოესმა, მესამე სართულზე მდებარე მის ბინაში არაფერი შეიმჩნეოდა, მაგრამ როდესაც მან კარი გააღო და ბინიდან გასვლას შეეცადა, სადარბაზოს ადგილზე მტვერი და ნანგრევების გროვა დაინახა. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ სამაშველი სამსახურმა ის და მისი ცოლი აივნიდან, სახანძრო ავტო-კიბით გაიყვანა.

შენობის ჩამონგრევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სახურავის სარემონოტო სამუშაოები მიმდინარეობდა, მაგრამ აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ჩამონგრევასთან, ჯერჯერობით ვერ ამბობენ.

კომენტარები
იტვირთება...