ფლორიდის და ილინოისის შტატების პრაიმერში ჯო ბაიდენი ლიდერობს

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ფლორიდის და ილინოისის შტატების პრაიმერების ლიდერია. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.

ფლორიდაში, ხმების 94,4%-ის დათვლის შემდეგ მან დელეგატების ხმათა 61,7% მოიპოვა, ხოლო მისმა ოპონენტმა, ვერმონტის შტატის სენატორმა ბერნი სანდერსმა მხოლოდ 22,8%.

ილინოისში ჯერ ხმების მხოლოდ 42,5%-ია დათვლილი, თუმცა იქაც ბაიდენი ლიდერობს და ბერნი სანდერსს თითქმის ორჯერ უსწრებს – ხმების 58,2% სანდერსის ხმების 37,1%-ის წინააღმდეგ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოჰაიოს შტატში, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საარჩევნო უბნები დაიკეტა და პრაიმერი ივნისისთვის გადაიდო.

მეორე “სუპერ სამშაბათის” მონაცემების მიხედვით, რომელიც 10 მარტს იყო, ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ლიდერობდა მიჩიგანის, მისურის და მისისიპის შტატებში. გარდა ამისა, მან გამარჯვება კიდევ მინიმუმ 14 შტატში მოიპოვა, სადაც პრაიმერები პირველ “სუპერ სამშაბათს” ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...