ფლორიდის ავიაბაზაზე მომხდარი სროლის შემდეგ, პენტაგონი უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს

აუცილებელია, გადაიხედოს უსაფრთხოების ზომები სამხედრო ობიექტებზე და უცხოელი მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით იგი მას მერე გამოვიდა, რაც აშშ-ში, პენსაკოლას სამხედრო ავიაბაზაზე სროლა მოხდა, რომლის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 – დაიჭრა.

ესპერის თქმით, მანამდე მან გასცა ბრძანება, რომელიც ყველა სამხედრო ბაზაზე უსაფრთხოების ზომების შემოწმებას ითვალისწინებდა, აგრეთვე გასცა ბრძანება, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ უნდა შეამოწმოს ყველა პირი, რომელიც აშშ-ში სასწავლებლად ჩადის.

შეკითხვისთვის, მომხდარს ენიჭება თუ არა ტერაქტის კვალიფიკაცია, ესპერი პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს და აღნიშნავს, რომ დასკვნას ჯერჯერობით ვერ გააკეთებს მანამ, სანამ ცნობილი არ გახდება გამოძიების შედეგები.

6 დეკემბერს, ფლორიდაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, გარდა მსროლელისა, დაიღუპა კიდევ სამი ადამიანი, ხოლო დაშავდა – 11. თავდამსხმელი პოლიციამ გაანეიტრალა. მომხდარის შემდეგ ავიაბაზაზე წვდომა დროებით დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, არაბი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად