ფლორიდაში გეი პრაიდზე ავტომობილი შევარდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

აშშ-ში გეი-აღლუმის დაწყებამდე ავტომობილი ხალხის მასაში შევარდა. შედეგად 1 დაიღუპა, 1 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ფლორიდის შტატში, ქალაქ უილტონ-მენორსში მოხდა. პიკაპის სატვირთომ, რომელსაც კაცი მართავდა, 2 კაცს გადაუარა, შემდეგ კი ყვავილების მაღაზიას დაეჯახა.

პოლიციამ დამნაშავე დააკავა, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარი თავდასხმა არ ყოფილა და უბედური შემთხვევაა.

გამოძიება მომხდარის მიზეზების დასადგენად FBI-მ უკვე დაიწყო.

კომენტარები
იტვირთება...