ფლორიდაში, აშშ-ის სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარ სროლას შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭოს

ფლორიდაში, აშშ-ის სამხედრო ავიაბაზაზე მომხდარი სროლა შესაძლოა ტერაქტი იყო, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ო’ბრაიენმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, მომხდარი ტერორისტულ თავდასხმას ჰგავს. არ მინდა გავუსწრო გამოძიების შედეგებს, მაგრამ ეს შესაძლოა რადიკალიზებული პირი ყოფილიყო, ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის ჰქონდა თუ არა მას კავშირი სხვა რადიკალურ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ფლობს. ო’ბრაიენის თქმით, მან თავისი დასკვნა სჯარო მონაცემების მიხედვით გამოიტანა. როგორც Reuters-ი წერს, გამოძიების ფედერალური ბიურო ინციდენტს იქიდან გამომდინარე იძიებს, რომ სროლა შესაძლოა ტერაქტის შედეგი იყო, ამის შესახებ კი სპეციალური აგენტი რეიჩელ როხასი საუბრობს.

მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში, ფლორიდაში, პენსაკოლას სამხედრო ავიაბაზაზე, სამხედრო პირმა, რომელიც საუდის არაბეთიდან იყო, ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, მსროლელის ჩათვლით ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით ათი – დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად