ფხენიანი: ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უკანონო ბანდიტების ბანდაა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელმძღვანელობს "უკანონო ბანდიტების ბანდა" უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ფხენიანის უკმაყოფილება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებამ გამოიწვია, როდესაც გასულ კვირას ჯონ კერიმ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას "არალეგიტიმური რეჟიმი" უწოდა.

"ობამას წრე, მათ შორის, ჯონ კერი უკანონო ბანდიტების ბანდაა, რადგან ისინი სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური მთავრობის იძულებით ჩამოგდებას ცდილობენ. მათ უკვე დახოცეს ათასობით უდანაშაულო ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვალში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერა. შესაბამისი გადაწყვეტილება ამერიკამ  მას შემდეგ მიიღო, რაც ჩრდილოეთ კორეამ იანვარში წყალბადის ბომბი, ხოლო თებერვალში -თანამგზავრი გამოსცადა.

მარტის დასაწყისში, ბალისტიკური რაკეტების  გამო გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე რეზოლუცია მიიღო. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად