ფხაკაძე: თუ ისე გავუმკლავდებით პოსტ ეკონომიკურ კრიზისს, როგორც მსოფლიო პანდემიას, არ გამოვრიცხავ ეკონომიკურ რუკაზე ადგილი დავიკავოთ

ამის შესახებ საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძე „გიორგი თარგამაძის ფორმულა“-ში განაცხადა.

„ამ ყველაფერმა შეიძლება სარგებელი მოგვიტანოს მოკლევადიან პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე, თუნდაც იმიტომ რომ თითქოს ძალიან ეფექტურად ვებრძვით მსოფლიო პანდემიას, რაღაც ჩვენი ადგილი მოვიპოვეთ. ეს საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ ამ ნაწილში გამორჩეული ქვეყანა ვართ. ეს გლობალური კრიზისი, რომელმაც მსოფლიო მოიცვა მოქმედებს თითოეულ ადამიანზე. ამ ყველაფრის ფონზე, როცა სტატიებს ვხედავ იმაზე, რომ როგორი ეფექტურია საქართველო – ეს ძალიან მისასალმებელია და ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, და თუ ასე მოვახდენთ  პოსტ კრიზისულ პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და არ გამოვრიცხოთ, რომ ეკონომიკურ რუკაზე შეიძლება ადგილი დავიკავოთ“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა 188-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36; მათ შორის გარდაცვლილი- 2; კარანტინის რეჟიმში – 5056
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად