ფხაკაძე: ისეთი ტიპის ეკონომიკა გვაქვს, რომ დიდი ხანი დაჭირდება ბიზნესს სახელმწიფოს გვერდში დგომა

“ნებისმიერი ქვეყანა ძლიერი არის მაშინ, როდესაც არსებობს ძლიერი ეკონომიკა”- ამის შესახებ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და “ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან, ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციამდე განაცხადა.

“ჩენ ისეთი ტიპის ეკონომიკა გვაქვს რომ ძალიან დიდი ხანი დასჭირდება ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომა. მინდა ეს ყველას ძალიან კარგად ესმოდეს. საბოლოო ჯამში ეს სიკეთეს მოუტანს, როგორც ქვეყანას, ასევე ბუნებრივია ბიზნესს.

ნებისმიერი ქვეყანა ძლიერი არის მაშინ, როდესაც არსებობს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერ ეკონომიკას ხდის ძლიერი ბიზნესი,”-ამბობს ფხაკაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად