ბათუმის ერთერთი ფიტნესკლუბი – Reformerfitness – გუშინ ამოქმედებული შეზღუდვების მიუხედავად, მუშაობას არ წყვეტს. ცოტა ხნის წინ კი “გირჩის” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, Facebook-ზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ მან Reformerfitness ბინად იქირავა.
“ადამიანები აქ ვარჯიშობენ, იჯანსაღებენ ორგანიზმს. სწორედ ამიტომ, მე მთელს დარბაზს ვქირაობ ჩემს საცხოვრებელ სახლად. ფიტნეს-კლუბის დირექტორი ფართთან ერთად აქირავებს სავარჯიშო ინვენტარსაც. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია აქ, ჩემთან სტუმრად მოსვლა, ვისაც ვარჯიში უნდა”, – ამბობს ჯაფარიძე.
წყარო:მთავარი არხი