ფიტნეს ცენტრებზე და საცურაო აუზებზე შეზღუდვა კვლავ რჩება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ეს ბიზნესი მომატებული რისკის საქმიანობაა.

მინისტრი თქმით, ქვეყანაში 6 ივლისიდან ტრენინგების და კონფერენციების ჩატარება, ასევე საგამოფენო ღონისძიებები იქნება დაშვებული.

“გვრჩება კიდევ გარკვეული მცირე რაოდენობა საქმიანობები შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემაა. ეს არის ფიტნეს ცენტრები, ეს არის აუზები, შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, მაგრამ შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ ამ საქმიანობაზე შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლის დაცვით. ამ ეტაპზე, ჯერ ამაზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ტრენინგებზე, კონფერენციებზე, საგამოფენო ღონისძიებებზე”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად