“ფირცხალავას ვინმეს ლიკვიდაცია რომ განეზრახა, სპეცოპერაციის გარეშეც მოახერხებდა”

ირაკლი ფირცხალავას ადვოკატის, დავით ხაჟალიას განცხადებით,  ფურცხალავასთვის ოფიციალური ბრალი არ წარუდგენიათ. მისივე თქმით, პროკურატურის ბრალდება არის უსაფუძვლო და არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.
 
"ის რაც ჩვენ გავიგეთ, ეს არის პროკურატურის ვარაუდი, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. უფრო მეტიც, შემიძლია ამას ზღაპარი უწოდო. იმიტომ, რომ თუ ვინმეს ლიკვიდაცია ჰქონდა განზრახული ფირცხალავას, ამას როგორმე მოახერხებდა სპეცოპერაციის გარეშეც. თუ ეს სპეცოპერაცია შეძლო, შეძლებდა ხუბულოვის ლიკვიდაციასაც. ამიტომ, ეს პროკურატურის არგუმენტი საფუძველს არის მოკლებული და ლოგიკაში არ ჯდება ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელიც იმ დღეს იყო.
 
პროკურატურის განცხადებაში ასევე საუბარია, იმაზე, რომ საკონტროლო გასროლებით მოიცილეს მოწმეები, მაგრამ იმ მანქანაში 3 იჯდა. ერთ ცოცხალია დღესაც. თუ ლიკვიდაციაზე იყო საუბარი, მე-3 მოწმეს არავინ დატოვებდა, მისი ლიკვიდაციაც მოხდებოდა.
 
გარდა ამისა, როდესაც ამბობენ რომ საქმე გახსნილი, ეს ასე არ არის, ეს არის ვარაუდები და ყველაფერი საამართლოზე უნდა დამტკიცდეს". – განაცხადა დავით ხაჟალია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად