ფიქრია ჩიხრაძე: ქართული საზოგადოება კიბორჩხალას მდგომარეობაში იმყოფება

ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები აღარ მუშაობენ.

“ჩვენ ძალიან მძიმე სურათს და ვითარებას ვიღებთ. შეიძლება ითქვას კიბორჩხალას რომ ხარშავენ, ნელ-ნელა უნთებენ ცეცხლს ერთბაშად რომ არ იგრძნოს მოხარშვის სიმძიმე, ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ქართული საზოგადოება. მივიხედეთ-მოვიხედეთ და უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მერვე წლისთავზე ჩვენ დავინახეთ ეს ვითარება, რომ აბსოლუტურად აღარ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუციები, მუშაობს მხოლოდ ერთი ადამიანის მართველობა.

სამწუხაროდ ის მდგომარეობაა, ჩვენ ხან ნაკლულ დემოკრატიაზე ვლაპარაკობდით წინა პერიოდში, დემოკრატიის გაუმჯობესებაზე ვლაპარაკობდით, შეუქცევადი დემოკრატიის აუცილებლობაზე ვლაპარაკობდით დღეს ჩვენ სრულიად სხვა მიმართულებით წავედით, იმიტომ რომ თუ ეს დაკანონდა და გაჯდა ჩვენს სახელმწიფოებრივ ქსოვილში აქ უბრალოდ დემოკრატიაზე ვეღარ ვილაპარაკებთ, რადგან ის ინსტიტუციები კი არ არის მხოლოდ გაუქმებული და მორღვეული, რომლებზეც ვლაპარაკობთ, პრალამენტიც ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, იმიტომ რომ უმრავლესობაც იმ ნავშია რომლის მიხედვითაც ხდება აღსრულება ყველა იმ ნება-სურვილისა რომელიც მოდის “ქართული ოცნების” მართველისგან”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად