ფიქრია ჩიხრაძე: “ოცნება” რომ გვეუბნება სტაბილურობა შევქმენითო, მე ამას ჭაობში გადაზრდილ სტაგნაციას დავარქმევდი

“ოცნება” რომ გვეუბნება სტაბილურობა შევქმენითო, მე ამას ჭაობში გადაზრდილ სტაგნაციას დავარქმევდი, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის დაპირება იყო, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს დიდი პრეტენზიები, რადგან პატარა სოფელია და სოფლურად უნდა იცხოვროს მთელ მსოფლიოშიო და ეს დაპირება შეასრულა.

“თქვენი გადაცემის შესავლიდან რომ ამოვიდეთ, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ჩვენ შევქმენით საოცარი სტაბილურობაო. ამ სტაბილურობას მე დავარქმევდი სტაგნაციას, რომელიც ჭაობშია გადაზრდილი. იმიტომ, რომ განვითარების ნიშანწყალი არ იგრძნობა. ასეთი სტაბილურობა ჭაობის სტაბილურობაა და მეტი არაფერი.

ამბობენ, რომ ჩვენ საოცარი მიღწევები გვაქვსს საგარეო მიმართულებითო და თუ ჩვენ დავითვლით თუნდაც 1 წლის განმავლობაში რამდენი კრიტიკული და ძალიან კრიტიკული წერილი მიიღო ხელისუფლებამ. ეს არ ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა წარმატებულია. ჩვენთან ამ ხნის განმავლობაში არ ჩამოსულა მაღალი რანგის სტუმარი. საქართველო გახდა მივიწყებული ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. მან თავიდან რომ გვითხრა, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს დიდი პრეტენზიები და პატარა სოფელია და ასე უნდა იცხოვროს სოფლურად მთელ მსოფლიოში აი ეს დაპირება შეგვისრულა”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად