ფიფას რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 7 ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ფიფას განახლებულ რეიტინგში 7 ადგილით არის დაწინაურებული.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს შვედეთთან საკვალიფიკაციო და უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში მოპოვებულმა გამარჯვებებმა ფიფა – კოკა-კოლას რეიტინგში 25,36 ქულა შესძინა. ფიფას ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო 1269,24 ქულით 86-ე ადგილზეა.

რეიტინგის სათავეში კვლავ ბელგიის ნაკრებია, თუმცა მას 21 ოქტომბერთან შედარებით 3,88 ქულით ნაკლები აქვს, მის მდევარ ბრაზილიას კი 5,99 ქულით მეტი და მათ შორის სხვაობა 2,1 ქულამდეა შემცირებული

1. ბელგია – 1828.45
2. ბრაზილია -1826.35
3. საფრანგეთი – 1 786.15
4. ინგლისი – 1 755.52
5. არგენტინა – 1 750.51
6. იტალია – 1 740.77
7. ესპანეთი – 1 704.74
8. პორტუგალია – 1 660.25
9. დანია – 1 654.54
10. ნიდერლანდები – 1653.73

რეიტინგში საქართველოს წინ და მომდევნო უახლოეს ადგილებზე არიან:

83. ბენინი – 1 282,53
84. უზბეკეთი – 1 274,58
85. სირია – 1269,96

87. ჰაიტი – 1 268,05
88. ზამბია – 1 264,64
89. გაბონი – 1 262,00

კომენტარები
იტვირთება...