ფიფას ახალ რეიტინგში საქართველოს ნაკრები სამი ადგილით დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ფიფას რეიტინგში 92-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლეს.

რეიტინგის პირველ ათეული, რომელშიც ერთადერთი ცვლილება პორტუგალის და ურუგვაის ნაკრები გუნდების მიერ ადგილების გაცვლაა, ასე გამოიყურება:

1. ბელგია – 1727
2. საფრანგეთი – 1726
3. ბრაზილია – 1676
4. ხორვატია – 1634
5. ინგლისი – 1631
6. პორტუგალია – 1614
7. ურუგვაი – 1609
8. შვეიცარია – 1599
9. ესპანეთი – 1591
10. დანია. 1589

საქართველოს ნაკრებმა თავის ყულაბას 4 სარეიტინგო ქულა შემატა და შედეგად 89 ადგილზე გადაინაცვლა 92-დან. ისინი ორი ქულით ერაყის, 7-7 ქულით კი კვიპროსის და ლუქსემბურგის ნაკრებ გუნდებს ჩამორჩებიან, უახლოეს მდევარს, ისრაელს კი 4 ქულით უსწრებენ

საქართველოს ნაკრებს საუკეთესო შედეგი – 42-ე ადგილი, 1998 წლის თებერვალში ჰქონდა. ამჟამინდელზე უფრო დაწინაურებული საქართველოს ნაკრები უკანასკნელად 2013 წელს იყო, როდესაც მას 73-ე ადგილი ეკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად