ფიფა-ს პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

France-press-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ორგანიზაციის პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი დაამტკიცა. 

პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ორგანიზაციის ეხლანდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაიკლ ვან პრააგი, პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ და ფედერაციის ეხლანდელი ვიცე-პრეზიდენტი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი იბრძოლებენ. 

არჩევნები 2015 წლის 29 მაისს ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად