ფიფას გადაწყვეტილებით “კარდიფ სიტი” დაღუპული სალას სატრანსფერო თანხას გადაიხდის

25 სექტემბერს, ლოზანაში, ფიფას მოთამაშეთა სტატუსის კომიტეტმა ინგლისის “პრემიერ ლიგის კლუბ “კარდიფ სიტის:” და საფრანგეთის პირველი დივიზიონის კლუბ “ნანტს” შორის დავის განხილვა დაასრულა.

კომიტეტმა ჩათვალა, რომ მხარეებს შორის 2019 წლის 19 იანვარს მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ემელიანო სალას სატრანსფერო თანხის პირველი გადახდის მოცულობა – 6 მლნ ევრო, “კარდიფ სიტ” სრულად უნდა გადაუხადოს “ნანტს”. კომიტეტმა თავი შეიკავა საპროცესო ხარჯების კლუბებისთვის დაკისრებაზე. კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ ორივე კლუბს ეცნობა და მათ გადაწყვეტილების ლოზანის სპორტულ სარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრების ათდღიანი ვადა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ უელსურმა “კარდიფ სიტიმ”, იმ დროს პრემიერლიგის გუნდმა, ემელიანო სალა კლუბისთვის სარეკორდო თანხად – 15 მლნ ევროდ დაიმატა ფრანგული “ნანტიდან”. კონტრაქტის დადებიდან ორ დღეში არგენტინელი ფეხბურთელი ორადგილიანი თვითმფრინავით, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, გაუმართავი იყო, საფრანგეთიდან ინგლისისკენ გადაფრენის დროს ტრაგიკულად დაიღუპა – თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა და სალას ცხედარიორკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს. უელსური კლუბი ამტკიცებდა, რომ საბოლოო კონტრაქტზე მხარეებს სალას დაღუპვის მომენტში ხელი არ ჰქონდათ მოწერილი და მათ თანხა არ უნდა გადაეხადათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად