ფინეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.6%-მდე გაიზარდა

მაისში, უმუშევრობის დონე ფინეთში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა, და 10.6% შეადგინა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

“უმუშევრობის დონე 10.6%-ია, რაც 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ქვეყნის ეკონომიკისა და დასაქმების სამინისტროს მონაცემებით, მაისის ბოლოს, დასაქმების ბიუროში დარეგისტრირდა 432.7 ათასი უმუშევარი, რაც 206,2 ათასით მეტია 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მაისის თვეში, დასაქმების ბიუროში ახალი ვაკანსიების რაოდენობამ 45.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9 ათასით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შეადრებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...