ფინეთში მკაცრი საკარანტინო ზომები ამოქმედდა

8 მარტიდან ფინეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარების გაუარესების გამო, ლოქდაუნი (მკაცრი საკარანტინო ზომები) ამოქმედდება.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვები გაგრძელდება სამი კვირის განმავლობაში – 28 მარტამდე.

გატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საშუალო სკოლის მოსწავლეები გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, გაუქმდება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დასასვენებელი ღონისძიებები და რეკომენდებულია თანამშრომლების გადაყვანა დისტანციურ სამუშაოზე. ასევე დაგეგმილია რესტორნების, ბარების, კაფეებისა და ღამის კლუბების დახურვა, მაგრამ ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტმა ორშაბათს უნდა მიიღოს. ამასთან, ამ და სხვა ზომებმა არ უნდა იმოქმედოს იმ რეგიონებზე, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მშვიდია. ამ დროისთვის ფინეთის მხოლოდ ხუთი სამედიცინო რაიონი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, საერთო ჯამში, ქვეყანა დაყოფილია 21 სამედიცინო უბნად.

ფინეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვი დღეში 511-ით გაიზარდა და კვირისთვის 62 063-ს მიაღწია, საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფექციის შედეგად გამოწვეული გართულებების შედეგად 767 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...