ფინეთში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს

ფინეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის ინფექციურობის დონეს ექსპერტები ადგენენ.

მუტაცია გამოავლინა Vita Laboratoriot-მა სამხრეთ ფინეთში. შტამს დაერქვა Fin-796H. ექიმების აზრით, ის შეიცავს მუტაციებს, რომლებიც ასევე გვხვდება ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის შტატებში.

ფინეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობა, გასული 24 საათის განმავლობაში, 548-ით გაიზარდა და ბოლო მონაცემებით, 51 595-ს მიაღწია. საერთო ჯამში, ქვეყანაში 723 ადამიანი გარდაიცვალა ინფექციით გამოწვეული გართულებებით. 2 მილიონზე მეტი მაცხოვრებლის ტესტირება ჩატარდა კორონავირუსზე.

დაახლოებით 240 ათასმა ფინელმა უკვე მიიღო კორონავირუსის ვაქცინა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...