ფინეთში, ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმი გაუქმდა

დღეიდან ფინეთში გაუქმდა საგანგებო რეჟიმი, რომელიც მარტის მეორე ნახევარში, კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობა იტყობინება.

“სამშაბათს, პლენარულ სხდომაზე, მთავრობამ გასცა ბრძანება, გაუქმდეს ძალაუფლების გამოყენება საგანგებო აქტის შესაბამისად და გამოაცხადდეს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება აღარ არის საგანგებო. ბრძანებები ძალაში შედის სამშაბათს, 16 ივნისს.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფინეთმა წარმატებას მიაღწია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მიღებულმა შემაკავებელმა ზომებმა შედეგი გამოიღო, ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა რესპუბლიკაში ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ბევრ ქვეყანაში. ამასთან, კანცელრიის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარებულია და აღარ არსებობს ეპიდემიის განვითარების რისკი.

დაგეგმილია, რომ ოთხშაბათს ფინეთის მინისტრთა კაბინეტი განიხილავს პანდემიის გამო დანერგილ ყველა რეკომენდაციას, რომლებიც ამჟამად მოქმედებს.

ორშაბათს ფინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა და 7 108-ს მიაღწია. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, 326 ადამიანი გარდაიცვალა. გასული კვირის განმავლობაში, ქვეყანაში, ინფიცირებულების დღიური მაჩვენებლის ზრდა, სტაბილურად არ აღემატებოდა 30 ადამიანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...