ფინეთმა ქვეყნის საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები 18 მარტამდე გაახანგრძლივა

ფინეთი ახანგრძლივებს საზღვარზე პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს 18 მარტამდე. ამის შესახებ ფინეთის მთავრობის პრესსამსახურმა ხუთშაბათს განაცხადა.

“პანდემია გრძელდება. ამ მხრივ, აუცილებელია მოქმედი შეზღუდვების გახანგრძლივება 18 მარტამდე, მათ შორის კორონავირუსის ახალი მუტაციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფინეთმა დახურა საზღვრები 2020 წლის 19 მარტიდან 13 მაისამდე კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 19 სექტემბრის შემდეგ ქვეყანამ ნება დართო სახელმწიფოებიდან მოქალაქეებს იზოლირების გარეშე შესვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...