ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა

ფინეთის ყოფილ პრეზიდენტს მარტი აჰტისაარის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ქვეყნის ხელისუფლების ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

დიაგნოზი 82 წლის ყოფილ პრეზიდენტს 23 მარტს დაუდასტურდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. აქამდე დაინფიცირდა პოლიტიკოსის მეუღლე, მას დიაგნოზი 21 მარტს დაუსვეს.

​იგი პრეზიდენტის თანამდებობას 1994-დან 2000 წლამდე იკავებდა.

23 მარტს ფინეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 700 შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულია ერთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...