ფინეთის პრეზიდენტს ოპერაცია ჩაუტარდება

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტეს თეძოზე ოპერაციას ჩაუტარებენ. ამის შესახებ პოლიტიკოსი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

“სამწუხაროდ, ეს ჩემთვის ბოლო თამაში იყო ამ სეზონზე – ორი კვირის განმავლობაში თეძოსთან ოპერაცია ჩამიტარდება. მომდევნო სეზონზე უკეთესი თამაში იქნება”, – წერს იგი.

შაბათს, 9 თებერვალს, ღია ცის ქვეშ, ჰელსინკის ცენტრში გაიმართა ჰოკეის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას 70 წლის ნიინისტეც იღებდა. თამაშში მონაწილეობა აგრეთვე მიიღეს ჰოკეის ლეგენდებმა იარი კურიმ და ვიაჩესლავ ფეტისოვმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუნდი, რომელთან ერთადაც ფინეთის პრეზიდენტი თამაშობდა, ფეტისოვის კოლექტივთან ანგარიშით 7:9 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...