ფინეთის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არაფექტურად აფასებს

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კიევში, იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, სავარაუდოდ, მოსალოდნელ შედეგს არ გამოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერფაქს-უკრაინა” ავრცელებს.

“განაცხადეს, რომ სანქციების სანაცვლოდ, რუსული ეკონომიკა დაიშლებოდა, ისინი უკან დაიხევდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, და მეეჭვება, რომ ეს მომავალშიც მოხდეს”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ნიინისტემ ასევე ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდა. მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლა მოსკოვთან წარმატებული კომუნიკაციის მაგალითზე მოხდა.

”თუ ჩვენ მხოლოდ შავი და თეთრი კატეგორიის თვალსაზრისით ვიფიქრებთ, წარუმატებლობისთვის განწირულები ვართ”, – დასძინა მან.

პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებით ზეწოლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ევროპაში ისინი სულ უფრო ხშირად საუბრობენ ეკონომიკურ დანაკარგებზე და სანქციენის გაუქმების შესაძლებლობებზე.

”დასავლეთში ზოგი ადამიანი სანქციების მოხსნაზე საუბრობს, რადგან თანხას კარგავენ, თუმცა ჩვენ ხალხს ვკარგავთ”,- აღშფოთდა უკრაინის ლიდერი.

მისი თქმით, სანქციები მანამდე უნდა შენარჩუნდეს, სანამ აღმოსავლეთ უკრაინაში ომი არ დასრულდება.

ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, ანექსირებულ ყირიმში 8 სექტემბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლა გაეზარდათ. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებით ზეწოლის შესუსტება “მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ ოკუპანტი სახელმწიფო დაუსჯელია, რაც ახალი დანაშაულის ჩადენას ხელს შეუწყობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად