ფინეთი თავის 1000-მდე ნადირთსაშენში მყოფი წაულების ვაქცინაციას იწყებს

ფინეთი უახლოეს დღეებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით წაულების აცრას დაიწყებს

„ჩვენ უკვე მოვამზადეთ დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზა, რაც საკმარისი უნდა იყოს ყველა ცხოველის ორჯერ ვაქცინაციისთვის”, – ამბობს იუსი პეურა, ფინეთის ნადირმომშენებელთა ასოციაციის დირექტორი კვლევით მიმართულებაში.

აღსანიშნავია, რომ ფინეთში დღემდე წაულის კორონავირუსით დასნებოვნების არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, განსხვავებით დანიისაგან, სადაც ~91 მილიონი დოლარი დახარჯეს 17 მილიონი წაულას დაძინებისა და დამარხვისთვის.

მუტირებული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დანიაში 17 მილიონ წაულას დახოცავენ

წაულა ერთადერთი ცხოველია, რომლისგან ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლებლობაც დადგენილია.

კომენტარები
იტვირთება...