ფინეთი სკოლებში ხელნაწერით სწავლას აუქმებს

2016 წლის შემოდგომიდან ფინეთი წყვეტს წერის სავალდებულო განათლებას სკოლებში. ამის შესახებ ინფორმაცია ტელერადიოკომპანია WDR-მა გაავრცელა.

ფინეთის განათლების მინისტრის თქმით, „სკოლის მოსწავლემ მეტი დრო არა რვეულთან, არამედ კომპიუტერის კლავიატურასთან ტექსტის აკრეფას უნდა დაუთმოს.“ მათივე ცნობით, ფინელი ბავშვები გააგრძელებენ კალამის და ფანქრის მოხმარების სწავლას. ამავდროულად სკოლის მოსწავლეები გაკვეთილებზე დაწერენ საბეჭდი ასოებით. გერმანიის ფედერალურ ნაწილში, მაგალითად ჩრდილოეთ რეინე-ვესტალში, ამდროისთვის დაწყებით სკოლებში წერა ნებადართულია მხოლოდ საბეჭდი ასოებით.

კომენტარები
იტვირთება...