ფინანსურმა პოლიციამ ქობულეთის მერიის ოთხი თანამშრომელი დააკავა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ფინანსურმა პოლიციამ ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავა.

მათ შორის სამი სოფლის რწმუნებულია. რაც შეეხება მერიის ერთ თანამშრომელს, ის სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურში იყო დასაქმებული.

ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქობულეთის მერიასაც დაუკავშირდა. ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ საკრებულოს თავმჯდომარე და ასევე ქობულეთის მერის მოადგილე დავით ვერულიძე. ​ ქობულეთის მერს მირიან ქათამაძეს კი ტელეფონი გამორთული აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად