ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების შემდეგ, Apple-მა 100 მლრდ დოლარი დაკარგა

Apple-მა საბაზრო ღირებულების დაახლოებით 100 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა ბირჟაზე 5%-იანი დაცემის შემდეგ. როგორც Reuters-ი წერს, ღირებულების ასეთი შემცირების მიზეზი კომპანიის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვარტალური ფინანსური ანგარიშგება იყო.

რეკორდული შემოსავლებისა და წმინდა მოგების ზრდის მიუხედავად, ანგარიშში ნაჩვენებია, რომ iPhone-ის შემოსავალი 20%-ზე მეტად შემცირდა. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის ფლაგმანური პროდუქტის გაყიდვების ყველაზე დიდი ვარდნაა.

Apple დაარსდა 1976 წელს, iPhone-ების, iPad-ების, iMac-ების, MacBook-ების, iPod-ების გარდა, აწარმოებს მუსიკალურ ფლეერებს და სხვა მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას. კორპორაცია ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია თითქმის 2 ტრილიონი აშშ დოლარია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად