ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის ოფისის დირექტორი, უილიამ ტომფსონი და ამავე ოფისის, საერთაშორისო თანამშრომლობის სამდივნოს წარმომადგენელი, დენიელ ქვედბექი იმყოფებოდნენ. სტუმრებს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ფარესიშვილი შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეებმა ორგანიზაციის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობით, ორგანიზაცია უზრუნველყოფს ტრეინინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას.
უილიამ ტომფსონმა და დენიელ ქვედბექმა უწყების წარმომადგენლებს შესთავაზეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამომავლო ღონისძიებებსა და ტრეინინგების ციკლში ჩართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ OECD-ის პრიორიტეტს რეგიონში “Eurasia Academy“ – ის საქართველოში დაფუძნება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების გადამზადებას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საფინანსო- ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

საგამოძიებო სამსახურისა და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხორციელების კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად