ფინანსთა სამინისტრო ურბანული რკინიგზის პროექტზე EBRD-თან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს

ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ დღეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

„ეს არის სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარების პროექტი, დაახლოებით შვიდი სადგური იქნება და ასევე, რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით. ეს არის თბილისის მერიის ინიციატივა და მათ მოგვმართეს თხოვნით, დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ საკითხზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად