ფინანსთა სამინისტრო: სახელმწიფო ბიუჯეტი 100 % შესრულდა

100 პროცენტით შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, ასევე შესრულდა ხარჯვითი ნაწილიც და შესრულების მაჩვენებელი, 30 დეკემბერის მონაცემებით, 99,8%-ს შეადგენს. 

გადაჭარბებით შესრულდა ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ამასთან, გადაჭარბებამ დეკემბერში გაზრდილ გეგმასთან შეადგინა 46 მლნ ლარი, ხოლო 2016 წლის თავდაპირველ გეგმასთან – 101 მლნ ლარი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად