ფინანსთა სამინისტრო: ბიუჯეტის 9 თვის გეგმა 102,4 პროცენტით შესრულდა

ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წლის 9 თვის ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტების შესრულების მაჩვენებლებს აქვეყნებს.

2015 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა (5 772,6 მლნ ლარი) 137,6 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა და 5 910,2 მლნ ლარი შეადგინა (გეგმის 102,4%). ეს მაჩვენებელი 2015 წლის წლიური გეგმის 7 820 მლნ ლარის 75,6%-ს შეადგენს და 602,3 მლნ ლარით, 11,3%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მონაცემებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა 15,3 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 0,21%-ს შეადგენს (გეგმა – 7 243,3 მლნ ლარი; საკასო – 7 258,6 მლნ ლარი)

“სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 9 თვის გეგმა 118,0 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდა, რაც გეგმის 2,2%-ია (გეგმა -5 484.6 მლნ; საკასო – 5 602,6 მლნ)

საგადასახადო შემოსავლების შესრულებამ წლიური გეგმის – 7 400 მლნ ლარის მიმართ შეადგინა 75,7%.

9 თვეში წინა წელთან შედარებით გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულია 563 მლნ ლარით, 11,2%-ით მეტი.

9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 6 909,6 მლნ ლარი, რაც გეგმის (7 208,1 მლნ ლარი) 95,6%-ს შეადგენს.

9 თვის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადმა ნაშთმა შეადგინა 783,7 მლნ ლარი, რაც გეგმას 314,1 მლნ ლარით აღემატება.

წლის დასაწყისთან შედარებით ნაშთის დაგროვებამ დამატებით 349,3 მლნ ლარი შეადგინა", – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად