ფინანსთა მინისტრი ყალბი დღგ-ების საქმეზე: დანდობა არ იქნება!

ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ჟურნალისტების შეკითხვას, არის თუ არა ყალბი დღგ-ების საქმე კავშირში ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და იგეგმება თუ არა მისი გამოკითხვა ამ საქმეზე.

“თქვენ იცით, რომ უმეტესობა ამ ადამიანებისა არის ყოფილი სახელმწიფო მოხელე, ან საგადასახადო სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც ბიზნესი ჰქონდათ თუ არა, ამას გამოძიება გაარკვევს.

ასევე არიან ყოფილი ძველი, თაღლითები, რომლებიც წლების განმავლობაში შემჩნეული იყვნენ სხვადასხვა თაღლითობაში.

ერთი რამე მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, არცერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგიც უნდა ჰქონდეს, ხელის დაფარება არ მოხდება. ამ გამოძიებაში ჩართულია ყველა საგამოძიებო უწყება, ეს თემა აყვანილია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ასე, რომ ვინც კი გამოვლინდება, არანაირი დანდობა არ იქნება.

გამოძიების დეტალებს ვერ გეტყვით, წარმოდგენა არ მაქვს კონკრეტულ გვარებსა და სახელებზე”,- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში 100 მილიონის დღგ-ს ანგარიშფაქტურის გაყალბებისთვის რამდენიმე ათეული პირი დააკავეს. უწყებამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ “გამოვლენილი და თავიდან აცილებულია ბიუჯეტისთვის 100 მილიონ ლარამდე ზიანის მიყენების საფრთხე, რისთვისაც გამოძიება სხვადასხვა კომპანიის 53 ხელმძღვანელის მიმართ მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.

გამოძიება დაწყებულია 9 სისხლის სამართლის საქმეზე 53 პირის მიმართ, მათგან 38 პირი პატიმრობაში იმყოფება. პასუხისგებაში მიცემულ პირთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი – კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად