ფინანსთა მინისტრი: პარლამენტარების შრომის ანაზღაურება გაიზარდა

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოს პარლამენტის თანამშრომლების ანაზღაურება გაიზარდა. მისივე განმარტებით, შრომის ანაზღაურების მომატება გამოწვეულია იმით, რომ პარლამენტის წევრებს ქუთაისში, სადაც პარლამენტია, ბინა არ აქვთ და სახელმწიფო უხდის ბინის ქირას, რაც მათ ეთვლებათ შრომით ანაზღაურებაში. 

„საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ იმ ქალაქში სადაც არის პარლამენტი, პარლამენტის წევრს არ აქვს ბინა, მაშინ მათ უქირავებს სახელმწიფო ბინებს და ეს ეთვლებათ მათ შრომის ანაზღაურებაში. ქუთაისში სულ რამდენიმე პარლამენტარია, რომელიც ბინას ფლობს“, – განაცხადა ხადურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...