ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს, ხე-ტყის უკანონო ჭრაში თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართულები

ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის განცხადებით, გასული 2 კვირის განმავლობაში 15 პირი დააკავეს, რომელიც ხე-ტყის უკანონო ჭრასა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაში არიან ბრალდებულები.

ამასთან, მისი ინფორმაციით, დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახური გაავრცელებს განცხადებას, სადაც ხე-ჭრის ფაქტთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწვდის. 
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ამ საქმეში თანამდებობის პირების იყვნენ ჩართულები, მინისტრი ამბობს: „არაფერს გამოვრიცხავ“. 
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. უნდა მივხედოთ ხე-ტყის უკანონო ჭრას", – აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად