ფინანსთა მინისტრი: 2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე

2022 წელს 2 მილიარდ 885 მილიონი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, მომავალ წელს გათვალისწინებულია 70 წლამდე პენსიონერთა პენსიის ზრდა 20 ლარით და შესაბამისად, 1-ლი იანვრიდან მათი პენსია იქნება 260 ლარი.

„მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით პენსია იქნება 312 ლარი. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 25 ლარით და შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...