ფილიპინებზე წითელას ინფექციური ვირუსის გამო, 136 ადამიანი დაიღუპა

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ფილიპინებზე წითელას ინფექციური ვირუსის გამო, 136 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა უმრავლესობა 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვია. ინფორმაციას ტელეარხი AlJazeera ავრცელებს.

“ქვეყანაში 8,400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, წითელას ეპიდემიის გამომწვევი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეები ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით, წითელას ვირუსის მაჩვენებელი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში 1000% -ით გაიზარდა.

როგორც ფილიპინების ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მასობრივი იმუნიზაციის პროცესი მანილასა და მის მიმდებარე რეგიონებში გასულ კვირას დაიწყო. სავარაუდოდ, აპრილისთვის წითელას ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი უნდა შემცირდეს.

ვენესუელის პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ სპეციალური ვიდეომიმართვისას წითელას შესაძლო შედეგების შესახებ ისაუბრა და მოქალაქეებს მოუწოდა, ბავშვების ვაქცინაციაზე უარი არ თქვან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად