ფილიპინებზე, ტაიფუნს 25 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებზე, ტაიფუნ "მანგჰუტის" შედეგად, მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, უხვმა ნალექმა მეწყერი გამოიწვია, რის გამოც ბევრი ადამიანი დაიღუპა.

ტაიფუნს თან ახლავს მდინარეების ადიდება, წყალდიდობა და მეწყერის ჩამოწოლა. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ტაიფუნ „მანგჰუტის“ გამო საფრთხის „წითელი" დონე გამოაცხადეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად