ფილიპინებზე, ტაიფუნ “ვამკოს” შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა

ფილიპინებზე, ტაიფუნ “ვამკოს” მსხვერპლთა რაოდენობა 67-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters-ი, ქვეყნის კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

განცხადების თანახმად, კიდევ 21 ადამიანი დაშავდა, 12 კი დაიკარგა.

NDRRMC-ს შეფასებით, ტაიფუნმა დააზიანა 25 000-ზე მეტი სახლი და ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას, რომელიც დაახლოებით 25 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ფილიპინებისათვის “ვამკო” (რომელსაც ადგილობრივ მედიაში “ულისეს” უწოდებენ) 21-ე ტაიფუნია წელს.

ნოემბრის დასაწყისში ტაიფუნმა “როლიმ” ქვეყანაში სულ მცირე 20 ადამიანი იმსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად