ფილიპინებზე შესაძლოა, ახალი ტიპის ვირუსი ბავშვს აღმოაჩნდეს

ფილიპინებზე შესაძლოა, ვირუსი ბავშვს აღმოაჩნდეს. ამჟამად ექიმები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა ის სწორედ ახალი ვირუსით დაავადებული, რომელსაც ჩინეთში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა,-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯგუფი ABC-CBN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ფილიპინების ქალაქ სებუში, ვირუსი სავარაუდოდ ხუთი წლის ბავშვს აქვს, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში 12 იანვარს ინგლისური ენის შესასწავლად ჩავიდა.

ბავშვი შეუძლოდ გახდა- მას ცხელება, ხველა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ ბიჭი სავარუდოდ კორონავირუსით დაინფიცირდა, მაგრამ ფილიპინებზე ზუსტი დიაგნოზი ვერ დაადგინეს.

კორონავირუსის სიმძიმის ზუსტად დადგენის მიზნით, ბავშვის ანალიზების პასუხები ავსტრალიაში გაგზავნეს. თუ დადგინდა, რომ ბავშვი ახალი ტიპის კოროვირუსითაა ინფიცირებულია, ეს ფილიპინებზე ვირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა იქნება.

გარდა ამისა, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში, ექიმები ტესტირებას უტარებენ იმ პაციენტებს, რომელიც შესაძლოა კორონავირუსით იყვნენ დაინფიცირებული.

ერთ-ერთი მამაკაცი ახლახან ქალაქ უჰანში იმყოფებოდა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა. ის იქიდან რესპირატორული დაავადებით დაბრუნდა. როგორც ავსტრალიური მედია იუწტყება, კორონავირუსზე ტესტირების შედეგები ჯერ უცნობია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად