ფილიპინებზე სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა – ბორტზე 85 ადამიანი იმყოფებოდა

სამხრეთ ფილიპინებზე ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი, რომელზეც 85 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, გენერალმა სირილიტო სობეჯანამ განაცხადა.

ავიაკატასტროფა მოხდა სულოს პროვინციის კუნძულ ჰოლოზე. მაშველები სამხედრო ტრანსპორტის C-130 Hercules ჩამოვარდნის ადგილზე მუშაობენ. 15 ადამიანი უკვე გადაარჩინეს.

თვითმფრინავი კუნძულზე მიფრინავდა, რათა იქ რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად სამხედროები ჩაეყვანა. “მაშველები ახლა ადგილზე არიან, ჩვენ ვლოცულობთ, რომ მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ”, – თქვა სობეჯანამ.

გავრცელებუული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავმა ძალა დაკარგა და ვერ შეძლო დასაფრენ ბილიკზე დაშვება.

კომენტარები
იტვირთება...