ფილიპინებზე სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა უილიამ გონსალესმა განაცხადა.

მისივე თქმით, ავარიის ადგილზე 29 ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი. კიდევ 17 დაკარგულად ითვლება, 50 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე დროს, გონსალესმა აღნიშნა, რომ მაშველებს სხვა გადარჩენილების პოვნის იმედი აქვთ. “სამწუხარო დღეა, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ,” – განაცხადა თავდაცვის მინისტრის სპიკერმა.

მანამდე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მინიმუმ 17 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად, 40 ჯარისკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფილიპინების შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი C-130 Hercules ჩამოვარდა კუნძულ ჰოლოზე, სულას პროვინციაში. დაშვებისას თვითმფრინავმა ძალა დაკარგა და დასაფრენ ბილიკს ვერ მიაღწია. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის რვა წევრი, ასევე ხუთი საბრძოლო მანქანა.

ავარიის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, სასწრაფო დახმარების სამსახურები თითქმის მაშინვე მივიდნენ. სამხედროები ჰოლოში მიფრინავდნენ ადგილობრივი მუსლიმი რადიკალების წინააღმდეგ კონტრტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. თავდაცვის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ კატასტროფა არ იყო დაკავშირებული ისლამისტების თავდასხმასთან, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ახლა დეპარტამენტები დაკავებული არიან სამაშველო ოპერაციით და არ იძიებენ ინციდენტის მიზეზებს.

კომენტარები
იტვირთება...