ფილიპინებზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

მინიმუმ ოთხი ადამიანი დაშავდა ფილიპინებზე მომხდარი აფეთქების შედეგად. აფეთქება კი ხელნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება ადგილობრივი დროით 7:00 საათზე, მოტოციკლების გაქირავების სადგომთან ახლოს მოხდა.

ერთ-ერთი დაშავებული საგზაო სამსახურის თანამშრომელია. მამაკაცი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად