ფილიპინებზე, მიწისძვრას ბავშვი ემსხვერპლა

ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა,-ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

ამჟამად კუნძულზე სამაშველო ოპერაციები ტარდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავაოდან დაახლოებით 90 კილომეტრში იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.8 მაგნიტუდა შეადგინა. ცუნამის საფრთხე არ არსებობს.

როდესაც მიწისქვეშა ბიძგები დაიწყო, მჭიდროდ დასახლებული ქალაქ დავაოს მაცხოვრებლებმა სახლებიდან, რესტორნებიდან და სხვა შენობებიდან  გაქცევა დაიწყეს.

ოქტომბერში მინდანაოში მიწისძვრების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა სკოლის შენობები და საცხოვრებელი კორპუსები. ფილიპინელთა უმრავლესობა იძულებული გახდა, თავშესაფრებში გადასულიყო, რადგან მიწისძვრის შედეგად მათი სახლები დაზიანდა ან მთლიანად დაინგრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად