ფილიპინებზე მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათის დარღვევისთვის პოლიციამ მას 300 ჩაჯდომის გაკეთება აიძულა

ფილიპინებზე მამაკაცი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც იძულებული გახადეს 300 ჩაჯდომა გაეკეთებინა კოვიდ-19-ის გამო დაწესებული კომენდანტის საათის დარღვევის გამო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

1 აპრილს 28 წლის დარენ მანაოგი გავიდა სახლიდან წყლის საყიდლად. ის ქალაქი, სადაც იგი ცოხვრობს მდებარეობს პროვინციაში, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, იზოლაციაშია.

რეპორტის თანახმად, იგი პოლიციამ გააჩერა და უბრძანა, რომ 100 ჩაჯდომა გაეკეთებინა. პოლიციამ მას შემდეგ აიძულა ჩაჯდომების გამეორება, მან დაახლოებით 300 ჩაჯდომა გააკეთა.

“შაბათს მას კონვულსია დაეწყო, მაგრამ მისი გონს მოყვანა შევძელით სახლში. მაგრამ მისმა სხეულმა ვეღარ გაუძლო და საბოლოოდ იგი კომაში ჩავარდა”, – ნათქვამია მისი ოჯახის განცხადებაში. ოჯახმა განაცხადა, რომ იგი გარდაიცვალა საღამოს 10:00 საათზე.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ფილიპინებზე ინფიცირების 819 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 14 000 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ თვეში ქვეყანაში გაიზარდა შემთხვევათა რიცხვი, რის გამოც ხელისუფლებამ 25 მილიონზე მეტი ადამიანის იზოლირება მოახდინა.

ანგარიშის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ადგილობრივმა მმართველობამ და ქალაქის მერმა ბრძანეს, რომ დაწყებულიყო გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

“პოლიციის ყველა თანამშრომელი, რომელიც იყო ამ ამბის თანამონაწილე, უნდა იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და უნდა დაეკისროთ შესაბამისი (ადმინისტრაციული) და სისხლისსამართლებრივი სასჯელი”, – თქვა პოლიციის მინისტრის მოადგილე ჯონათან მალაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...